ორბელიანის (კოლმეურნეობის) მოედანზე პოლიცია ისევ მობილიზებულია.
თბილისში, ორბელიანის მოედანზე პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობაა მობილიზებული.
პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან მოედანზე მდებარე ბაღში, ასევე, ავტომობილებით ბარათაშვილის ხიდის მახლობლად და გაჩერების მიმდებარედ.
ბარათაშვილის ხიდთან ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შოთა ხიზანიშვილიც, რომელმაც იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება სთხოვა.
ამ დროისთვის, იუსტიციის სახლთან სტუდენტების აქცია დასრულებულია და მისი მონაწილეები ფილარმონიისკენ მიემართებიან.

















