ჩვენ ახლა გავამზადებთ იმ სტუდენტების სიას, ვისაც ესაჭიროება დახმარება ჩვენი მხრიდან და ჩვენ მათ აუცილებლად დავეხმარებით, - ამის შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენის შემდეგ, კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სტატუს შეჩერებულ სტუდენტებს ეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული საკითხი უკვე დავალებული აქვს მინისტრს.
„ამის თაობაზე ჩვენ გვქონდა უკვე საუბარი მინისტრთან. ჩვენ ახლა გავამზადებთ იმ სტუდენტების სიას, ვისაც ესაჭიროება დახმარება ჩვენი მხრიდან და ჩვენ მათ აუცილებლად დავეხმარებით. უკვე დავალებული აქვს ბატონ მინისტრს. გასულ წელს ჩვენ მათ დავეხმარეთ და წელსაც იგეგმება ანალოგიურად დახმარება", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.