ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუდალში კოორდინირებული სამხრივი სამუშაო შეხვედრა
ონის მუნიციპალიტეტის მერიას, Egis International -ის, საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის წარმომადგენლებს შორის გაიმართა.
შეხვედრაზე ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე სერგი ხიდეშელი, ასევე სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი თეიმურაზ გძელიშვილი იმყოფებოდნენ.
შეხვედრის მიზანს საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო (კვაშხიეთი- ზუდალი) გზის მონაკვეთზე წარმოქმნილი პრობლემების დაძლევად მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება და დაგეგმილი სამუშაოების გაგრძელება წარმოადგენდა.
შეთანხმება შედგა და ამჟამად სამუშაოები შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.