იუსტიციის სახლთან მიმდინარე აქციის მონაწილეები, რომლებიც პატიმართა წამებას აპროტესტებენ, ერთმანეთს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის ალექსანდრე ჩხეიძის განცხადებით, კოლმეურნეობის მოედნის მიმდებარედ პოლიციური ძალებია მობილიზებული.
ამიტომ მან აქციის მონაწილეებს მოუწოდა თავი შეიკავონ და პროვოკაციებს არ აყვნენ.
იუსტიციის სახლთან თავდაცვის სამინისტროსდან სტუდენტები ფეხით მსვლელობით მივიდნენ. ისინი სოლიდარობას უცხადებენ იმ 5 ახალგაზრდას, რომლებიც იუსტიციის სახლთან მესამე დღეა შიმშილობენ.

















