"მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს გმირ ექიმებს" - ამის შესახებ
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უახლოეს დღეებში ქვეყანა ვაქცინის მილიონ დოზაზე მეტს მიიღებს.
„დღეს დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უახლოეს დღეებში ვაქცინის მილიონ დოზაზე მეტს მივიღებთ.
შეგახსენებთ, რომ ჩვენ ფაიზერთან მივაღწიეთ მოლაპარაკებას მილიონი ვაქცინის მიღებაზე, ასევე ერთი მილიონი სინოფარმი, მილიონი სინოვაკი, ნოვავაქსის 700 000 დოზა.
ჯამში წლის ბოლომდე, 4 მილიონ დოზას მივიღებთ, რაც იქნება სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ როგორც დავგეგმეთ, მოსახლეობის 60 პროცენტი იქნას აცრილი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა