ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება
დავით შერაზადიშვილმა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ დისველის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ დისველის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე მერი და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები სოფელში არსებულ პრობლემებს გაეცნენ და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
დისველის მოსახლეობამ შეხვედრაზე სასმელი, სარწყავი წყლისა და საძოვრების პრობლემის მოგვარების საკითხი დააყენა. ბოლნისის მუნიციპალიტეტი, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, სოფელში ამ პრობლემების გადაჭრაზე აქტიურ მუშაობას დაიწყებს.