logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
კახა ბექაური: ციფრული აბრეშუმის გზის პროექტში საქართველოს ბუნებრივი უპირატესობის ეფექტურად გამოყენება, რეგიონში ინვესტიციების გასაზრდელად, უმნიშვნელოვანესია
კახა ბექაური: ციფრული აბრეშუმის გზის პროექტში საქართველოს ბუნებრივი უპირატესობის ეფექტურად გამოყენება, რეგიონში ინვესტიციების გასაზრდელად, უმნიშვნელოვანესია
23:12 23.06.2021
„დღევანდელ ტექნოლოგიურ სამყაროში მომავლის ეკონომიკა ციფრულ აბრეშუმის გზაზე გადის. შეიძლება ბევრმა არ იცის, მაგრამ მსოფლიოში ციფრული ეკონომიკა ტრილიონობით აშშ დოლარს ითვლის, რაც მომავალში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს აქვს გეოგრაფიული უპირატესობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში. მაგალითად, საქართველოს გავლით წლებია ფუნქციონირებს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი. საუბარია იმაზეც, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს სატრანსპორტო კვანძიც, რომელიც ევროპასა და აზიას დააკავშირებს. ასევე, განიხილება სამხრეთ კავკასიის ციფრული ჰაბის შექმნის საკითხი. მსოფლიო ბანკთან ერთად ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული ხაზი საქართველოს გავლით ერთ-ერთი ყველაზე მოკლეა. ამ დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ევროპასა და აზიას შორის 370 ტერაბიტ/წამი ინტერნეტის გატარების პოტენციალი ექნება, რაც ევროპა - ახლო აღმოსავლეთს შორის ინტერნეტ ტრანზიტის ბაზრის 45%-იან წილს ნიშნავს. ამ ტრანზიტით შექმნილი პოტენციალი, პირველი 5 წლის შეფასებით, ნახევარი მილიარდი დოლარის შემოსავლის მომტანი იქნება, ყველა შემდეგ წელს კი ეს მაჩვენებელი საშუალოდ 30%-ით გაიზრდება“,- ამ განცხადებას კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუსი აკეთებს.

მისივე თქმით, ციფრული აბრეშუმის გზის პროექტში ქვეყნის ბუნებრივი უპირატესობის ეფექტურად გამოყენების შემთხვევაში, საქართველოში ისეთი ტექნოლოგიური გიგანტები, როგორიც „ამაზონი“, „გუგლი“, „ფეისბუქი“, „ნეტფლიქსი“ და სხვები არიან, საკუთარ მონაცემთა გაცვლის ცენტრებს სწორედ საქართველოში განათავსებენ, რაც ქვეყანას მილიარდობით ინვესტიციას მოუტანს.

„დარწმუნებული ვარ გესმით, რამხელა ინვესტიციებზეა საუბარი, თუ ასეთი ტექნოლოგიური გიგანტები საკუთარ მონაცემთა ცენტრებს საქართველოში განათავსებენ. ინვესტიციების მასშტაბები რომ წარმოიდგინოთ, ერთ მაგალითს გეტყვით - რამდენიმე თვის წინ „ფეისბუქმა“ განაცხადა, რომ იტალიის ჩრდილოეთით საკუთარი მონაცემთა ცენტრის მშენებლობისთვის მილიარდიან ინვესტიციას განახორციელებს. როდესაც მხოლოდ ერთი კომპანიის მონაცემთა ცენტრი მილიარდიან ინვესტიციას მოიცავს, წარმოიდგინეთ, ციფრული ჰაბის საქართველოში შექმნის შემთხვევაში, რამდენი ასეთი მონაცემთა გაცვლის ცენტრი აშენდება და რამხელა ინვესტიციებს მიიღებს ჩვენი ქვეყანა. ეს არის ინვესტიციები, რომელიც სხვა დარგების განვითარებას შეუწყობს ხელს. გარდა ეკონომიკის განვითარებისა, ამას სხვა სარგებელიც აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, ასეთი მიმართულებაა საინფორმაციო უსაფრთხოება, რაც ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია“,- განაცხადა კახა ბექაურმა.

მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ შავი ზღვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, წელიწადზე მეტია უკანონოდაა გასხვისებული, ქმნის იმის საფრთხეს, რომ ციფრული ჰაბი საქართველოს ნაცვლად მეზობელ ქვეყანაში განთავსდეს და საქართველომ ამ პროექტში თავისი როლი და მილიარდიანი ინვესტიციების მიღების შესაძლებლობა დაკარგოს.

„კანონის მოთხოვნა არ შესრულდა და ჩვენ არ მოგვეცა საშუალება წინასწარ, როგორც ამას კანონი მოითხოვს, სრულყოფილად გამოგვეკვლია, რა გავლენას მოახდენდა ასეთი ტრანზაქცია ქართულ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, ეკონომიკასა და საინფორმაციო უსაფრთხოებაზე. ციფრული აბრეშუმის გზის განხორციელებაში, როგორც საქართველოს, ისე ჩვენი მეზობელი ქვეყნების როლი უმნიშვნელოვანესია, რადგან ამ პროექტში ყველა უნდა იყოს ჩართული. როგორც აღვნიშნე, საქართველოს ამ პროექტში აქვს ბუნებრივი უპირატესობა, შესაბამისად, ამ პროექტის განხორციელების პროცესში, არ უნდა იქნას ისეთი ნაბიჯები გადადგმული, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებს შელახავს. დღევანდელი მდგომარეობით არის რისკი, რომ უკანონო გაყიდვის ფონზე, საქართველო ამ პროექტში გახდეს რიგითი მოთამაშე, პროცესზე დამკვირვებელი და აღარ ეკავოს წამყვანი პოზიცია. რა თქმა უნდა, ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს მეზობლებს, ყველას ინტერესის გათვალისწინება გვინდა და ამას გავაკეთებთ კიდეც, მაგრამ, ჩემი აზრით, ჩვენი ინტერესების გათვალისწინება უნდა მოხდეს მეორე მხარის მიერაც“,- ამბობს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე .



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა