Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით
ჩატარდა 37 923 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 636 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 287 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 773 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 360 828-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.04 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.42%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.49%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 575 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 346 792-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 211 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 773 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 469 შემთხვევა, აჭარა - 24, იმერეთი - 69, ქვემო ქართლი - 50, შიდა ქართლი - 29, გურია - 3, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 50, კახეთი - 59, მცხეთა-მთიანეთი - 5, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 799 საიდანაც: 2 633 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 428, აჭარაში - 171, იმერეთში - 348. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 674 პირი, მათ შორის, თბილისში - 304, აჭარაში - 48, იმერეთში -150. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 174 პირი, მათგან თბილისში - 113, აჭარაში - 8, იმერეთში - 12. 583 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 357 - თბილისში, 218- აჭარაში. 5 583 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 29, ხოლო აჭარაში - 4.
სულ 6 ოქტომბრიდან - 22 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 872 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 619 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 837, პირი, აჭარაში - 829, იმერეთში - 1 119.