„ის, რომ პენსიონერებს მაღალი პროცენტი აქვთ ეს არახალია. პირველი დღიდან დავიწყეთ
ამაზე მუშაობა. მოვიწვიეთ შესაბამისი ინსტანციები - ეროვნული ბანკი, ფინანსთა სამინისტრო, ლიბერთი ბანკის წარმომადგენლობა. გარკვეული ძვრები გვაქვს. ამ კვირაში ველოდებით, რომ მოვიდეს ლიბერთი ბანკი და გვითხრას, თუ რა შეუძლია მოქმედ ხელშეკრულებაში გააკეთოს," - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, პენსიონერთა საპროცენტო განაკვეთის შემცირების საკითხზე მუშაობა ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარეობს.