ონში სახელოსნო “ედენას” (UNDP)-ის მოქმედი ხელმძღვანელი ანა ჩერნიშოვა, ავსტრიის ელჩი
თომას მიულმანი, შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში და შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენელი საქართველოში დანიელ მევლი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ეწვია.
აღნიშნული შეხვედრა სახელოსნო “ედენაში” სიმბოლური ხასიათის იყო რადგან ზუსტად ერთი წლის წინ ის აშენდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (MRDI) მხარდაჭერით.