logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
სოლომონ პავლიაშვილმა რეგიონულ კონფერენციაში „მწვანე ეკონომიკა და ინკლუზიური ზრდა სამხრეთ კავკასიაში" მიიღო მონაწილეობა
სოლომონ პავლიაშვილმა რეგიონულ კონფერენციაში „მწვანე ეკონომიკა და ინკლუზიური ზრდა სამხრეთ კავკასიაში" მიიღო მონაწილეობა
12:01 19.06.2021
საგამოფენო ცენტრში „ექსპო-ჯორჯია”, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ორგანიზებით, რეგიონული კონფერენცია "მწვანე ეკონომიკა და ინკლუზიური ზრდა სამხრეთ კავკასიაში" გაიმართა.

ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი ესწრებოდა.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტები და ინიციატივები, რომლებიც მწვანე ეკონომიკის განვითარებას, ახალგაზრდული მეწარმეობის, მწვანე ტურიზმისა და ბუნებრივი და ენერგორესურსების მდგრად გამოყენებას უწყობს ხელს.

ღონისძიებაზე განიხილეს მწვანე ეკონომიკის, ახალგაზრდული მეწარმეობისა და ტურიზმის სექტორში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები ევროკავშირის, საქართველოსა და სომხეთის საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით.

„მწვანე ეკონომიკური ზრდა ხელს შეუწყობს ენერგორესურსებზე ზეწოლის შემცირებას, უნარჩენო ტექნოლოგიების წარმოებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. სამინისტრო აქტიურად მუშაობს ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგიაზე, რომელიც ქვეყანაში ალტერნატიული ეკონომიკური მოდელების შექმნას შეუწყობს ხელს.. მწვანე ეკონომიკური ზრდა, მწვანე სამუშაო ადგილები და ზოგადად, მწვანე კონცეფცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებებია”, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

კონფერენცია პროექტების: „EU4Youth – „სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემების განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის” საქართველოსა და სომხეთში, USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს, ეკონომიკური განვითარების, მმართველობისა და საწარმოთა ზრდის (EDGE) პროექტის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში მხარდაჭერილი ინიციატივა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში „ციფრული კავკასია“ და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (ADC) მიერ დაფინანსებული პროექტის „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის“ - ფარგლებში გაიმართა.

კონფერენციას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ეკატერინე მიქაბაძე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სექტორის კოორდინატორი ალექსანდრე დარასი, ავსტრიის რესპუბლიკის საპატიო კონსული, ალექსანდრე კარნერი, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) აღმასრულებელი დირექტორი, ნანა ჯანაშია, საერთაშორისო ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებების და კერძო სექტორის წარმომადგენლები, განვითარების პროექტების პარტნიორები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა