logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: უვნებელი სურსათი რესტორნებსა და კვების ობიექტებში მათ რეპუტაციაზე აისახება, რაც მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მომხმარებლის, ასევე უცხოელი ვიზიტორების ნდობის მოპოვებისთვის
ლევან დავითაშვილი: უვნებელი სურსათი რესტორნებსა და კვების ობიექტებში მათ რეპუტაციაზე აისახება, რაც მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მომხმარებლის, ასევე უცხოელი ვიზიტორების ნდობის მოპოვებისთვის
13:24 18.06.2021
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო კვეტენაძემ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვის საკითხები სარესტორნო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილეს.

„HACCP-ის სისტემა წარმოადგენს მომხმარებლის დაცვის ყველაზე კარგ საშუალებას სურსათის წარმოების და მიწოდების ბიზნესში. მისი დანერგვა ხელს შეუწყობს სარესტორნო სექტორის კონკურენტუნარიანობის, საიმედოობის და რეპუტაციის ზრდას. ახალი რეგულაციების დანერგვა არასდროს არის მარტივი პროცესი, ამიტომ, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ეს გზა ბიზნესთან ერთად გავიაროთ, რათა შედეგებს უფრო მალე და უმტკივნეულოდ მივაღწიოთ. მიუხედავად იმისა, რომ ახალი რეგულაციებისთვის მოსამზადებლად სარესტორნო სექტორს დიდი დრო ჰქონდა, მისი დანერგვა ბიზნესისთვის საკმაოდ რთულ პერიოდს დაემთხვა. კოვიდ 19-ის პანდემიამ აღნიშნული სექტორი მნიშვნელოვნად დააზარალა, თუმცა ბიზნესი სწორად აფასებს სურსათის უვნებლობის მნიშვნელობას და მზად არის, ჩვენი ხელშეწყობით, HACCP-ის სისტემა დანერგოს, რადგან ეს რეგულაციები, საბოლოოდ, სწორედ მათ ინტერესებშია. უვნებელი სურსათი რესტორნებსა და კვების ობიექტებში მათ რეპუტაციაზე აისახება, რაც მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მომხმარებლის, ასევე უცხოელი ვიზიტორების ნდობის მოპოვებისთვის“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

როგორც შეხვედრაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა აღნიშნეს, სააგენტო მზად არის, გარდამავალ პერიოდში, აქტიურად ითანამშრომლოს და მაქსიმალურად შეუწყოს ხელი სარესტორნო სექტორს.

ევროკავშირის რეგულაციების შესაბამისად, HACCP-ის სისტემის დანერგვა სხვადასხვა პროფილის ობიექტებში ეტაპობრივად მიმდინარეობს. საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვა სავალდებულოა: 2015 წლიდან - ნედლი რძის გადამმუშავებელ საწარმოებსა და სასაკლაოებში, 2018 წლიდან - ექსპორტისთვის განკუთვნილი გადამუშავებული თხილის გულის მწარმოებლებისთვის, 2021 წლის 1 იანვრიდან - ცხოველური წარმოშობის სურსათის მწარმოებელი ან/და გადამმუშავებელი ობიექტებისთვის.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა