საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია
"მაგთიკომის" მიმართვას განცხადებით ეხმაურება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის“ სახელით გვინდა გამოვეხმაუროთ იმ ღია წერილს რომლითაც „მაგთკომმა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, და დავაფიქრიოთ ჩვენი პოზიცია რბილად რომ ვთქვათ „უზუსტობებთან“ დაკავშირებით.
ჩვენი მოსაზრებით ამავე კომპანიის განცხადებებით ბოლო დღეებში ვრცელდება არასწორი და არასრული ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს ჩვენი მომხმარებლები არსებულ რეალობებთან დაკავშირებით.
დიდად სამწუხაროა რომ „მაგთიკომის“ მიერ გავრცელებული წერილის ავტორი საუბრობს „დარგში მოღვაწე კომპანიები“ სახელით, თუმცა მათ რიგებს ნამდვილად არ მიეკუთვნება მიკრო, მცირე და საშუალო ტელეკომ ბიზნესი, რომელთა რაოდენობა საბედნიეროდ 150–ს აღწევს. როგორც სჩანს ავტორი მცირე და საშუალო ბიზნესს არ მიგვიჩნევს „დარგში მოღვაწე კომპანიებად“.
მიუხედავად იმისა რომ მიგვაჩნია რომ მარეგულირებელი კომისია ზომიერი და ნაკლებად მკაცრია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორების მიმართ, ის დაგვიანებით ახდენს რეაგირებას, ეს შესაბამისად აისახება ბაზარზე და კონკურენციაზეც.
მიუხედავად ჩვენი მხრიდან სამი წლის განმავლობაში დაფიქსირებული არაერთი მოთხოვნისა და მიმართვისა, კომისიამ მხოლოდ 2017–2018 წლებიდან დაიწყო რადიკალური ცვლილებები კონკურნეციის რეგულირების კუთხით და ამ მიმართულებით უდავოდ გამოსაყოფია რამდენიმე ბაზრის სეგმენტი, რომლის ლიბერალიზაციით თავად „მაგთიკომმაც“ ისარგებლა:
– 2018 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება N671/9, რომლითაც რამდენიმეჯერ შემცირდა საბითუმო მომსახურების ტარიფები, და ფართო აუდიტორიისთვის გასაგებ ენაზე რომ ავხსნათ რეგიონებში და რეგიონებიდან ინტერნეტ ტრაფიკის ტრანსპორტირება გახდა მკაცრად რეგულირებული და მათ შორის დადგინდა ზედა ზღვრული ტარიფი;
– 2018 წლის 6 დეკემბრის N672/9 გადაწყვეტილებით, ტელეკომკანალიზაციაში გატარების უფლების გაიაფებისთვის მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე პირებს დაუდგინდათ ზედა ზღვრული ტარიფი;
– 2019 წლის 14 მაისის N19-9/285 გადაწყვეტილებით დაახლოებით 4 ჯერ შემცირდა ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო მომსახურების ტარიფები (32 ლარიდან 9 ლარამდე) და ამ მომსახურებაზე არიან დიდ წილად დამოკიდებული მიკრო, მცირე და საშუალო ინტერნეტპროვაიდერების საცალო მომსახურების ფასი.
– 2019 წლის 31 დეკემბრის Nგ-20-9/156 გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ბაზარზე ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) დაშვებას და ახალი ვირტულაური მობილური ოპერატორების ამოქმედებას შეეხება.
აქაც და არაერთ სატელევიზიო ეთერშიც არაერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი ასოციაციის აზრი იმის შესახებ, რომ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კომპანიების და მათ შორის პირველ რიგში მაგთიკომის გაღიზიანება უკანონო და უსაფუძვლოა, თუმცა გასაგები, რადგან კომუნიკაციების კომისიის რეგულაციით ხდება იმ სავარაუდო რისკების წინასწარი რეგულირება და შეზღუდვა, რომელიც გვაზღვევს ჩვენ, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესს დავრჩეთ და განვითარდეთ საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე და ალტერნატიული, მაღალხარისხიანი ალტერნატიული მომსახურება მივაწოდოთ მომხმარებელს.
გავრცელებულ განცხადებაში წერილის ავტორი გაურკვეველია ვის მოიაზრებს „დარგში მოღვაწე თითქმის ყველა სუბიექტ“–ის ქვეშ ან რის საფუძველზე მიიჩნევს რომ „დარგი ნადგურდება“? ვერ დავეთანხმებით მოსაზრებას რომ კონკურენციის ხელშეწყობა ნიშნავს დარგის განადგურებას, სრულიად გაურკვეველია რას ნიშნავს ასევე პასაჟი „ კიბერუსაფრთხოების გაზრდილი რისკების უგულვებელყოფამ შეიძლება პარალიზებამდე მიიყვანოს ქვეყანა“ – იმ დროს როდესაც თვითეული კომპანია, მისი ზომის მიუხედავად ვალდებულია დაიცვას მისი ქსელის კიბერმდგრადობა და დაცულობა? რა შუაშია ამ შემთხვევაში კომისია ან თავად კომპანია არ ზრუნავს მისი ქსელის კიბერდაცულობაზე?
ჩვენთვის საინვესტიციო გარემოს გაუარესებად მიიჩნევა შემდეგი მოცემულობები:
– არ ვნერგავთ და ხელს ვუშლით MVNO-ს – ვაფრთხობთ ინვესტორს!
– ვადგენთ რეალურ ხარჯებზე დამოკიდებულზე დაბალ ტარიფებს შერჩეული რეგიონების მიხედვით ანუ ვადგენთ დემპინგური ფასებს – ვამცირებთ ინვესტირების ინტერესს და „ვაფუჭებთ“ ბაზარს (თბილისთან შედარებით რეგიონებში სერვისების ფასი თითქმის ორ–სამჯერ დაბალია– თუმცა რა ლოგიკით გაურკვეველია)!
– ზომიერი რეგულირების არარსებობა და კონკურენციის პრობლემები – ნიშნავს არაპროგნოზირებად და უკონტროლო, ნაკლებად საინტერესეო ბაზარს ინვესტორისთვის.
აქვე გვინდა ვთქვათ რომ სამწუხაროდ, მიუხედავად ჩვენი მრავალწლიანი მცდელობისა, კომისიის მხრიდან არ ხდება რეაგირება ჩვენი მოსაზრებით ე.წ. „დემპინგურ ანუ თვითღირებულებაზე იაფად შეთავაზებულ ტარიფებზე, რომლთაც ე.წ. დიდი კომპანიები რეგიონებში საქმიანობენ და ეს საცალო ბაზრის შეთავაზება თითქმის ორჯერ ამ სამჯერ იაფია თბილისთან შედარებით, ხდება სხვადასხვა სერვისების ერთ კალათში „ჩაყრა“ და შეუსაბამოდ დაბალ ფასად შეთავაზება.
დემპინგური ფასები ანგრევს ბაზარს და მოკლევადიან პერსპექტივაში ხელს უშლის მცირე და საშუალო ბიზნესს.
ჩვენი მოსაზრებით ეს მოცემულობა აშკარაა და წარმოადგენს კონკურენციის შემზღუდავ ქმედებას. ჩვენი პრეტენზია კომისიის მიმართ ასევე შეეხება ძალიან დაგვიანებულ რეგულაციებს საბითუმო ბაზარზე, იმ დროს როდესაც ეს რეგულაციები ევროპის განვითარებულ ქვეყნების ბაზრებზე დიდი ხნის წინ დაინერგა და მუშაობს.
აქვე აღსანშნავია თუნდაც ვირტუალურ ოპერატორების დაშვებაზე მობილურ ქსელში და ასევე ე.წ. high Bit-stream access და ა.შ. სერვისები, რომლის დანერგვას ძალიან ვაგვიანებთ. მარეგულირებელი კომისია არ ახდენს კონკურენციის რეგულირებას ჩვენს მიერ მოთხოვნილ საცალო სეგმენტებზე თუმცა ეს არ გვაძლევს უფლებას ვიყოთ სუბიექტური და მხოლოდ ცალმხრივად შევაფასოდ არსებული მდგომარეობა და არასწორი ინფორმაცია გავავრცელოთ.
აქვე აღვნიშნავთ რომ კარგად გვესმის რა ის როლი რომელიც აკისრია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალააუფლების მქონე კომპანიებს ქვეყანაში ინოვაციების და მიწინავე სატელეკომუნიკაციო სიახლეების დანერგვის კუთხით, თუმცა ასევე გასაგებია მათი შესაძლებლობა შეავიწროვონ კონკურენტები.
ჩვენთვის უდავოა რომ კომუნიკაციების კომისიიის ზემოთ ხსენებულმა რეგულაციებმა განაპირობა 150–მდე კომპანიის გადარჩენა ჩვენ ბაზარზე, რადგან რამდენიმეჯერ შემცირებული ე.წ. საერთაშორისო ინტერნეტის ფასი და ხარჯებზე ორინტირებული ე.წ. გზის უფლება, გვაძლევს საშუალებას კონკურენტული სერვისი შევთავაზოთ ჩვენი ქვეყნის მომხმარებელს.
არსებულმა რეგულაციებმა კარდინალურად შეცვალა არსებული მდგომარეობა და კონკურნეწციის მდგომარეობა „დიდი“ ოპერატროების შეზღუდვის ხარჯზე.
ჩვენ ვერაფერს გეტყვით „მაგთიკომის“ ოპტიკური ქსელის განვითარებაზე თუმცა მცირე და საშუალო ინტერნეტპროვაიდერები აქტიურად ანაცვლებენ რადიო ქსელს ოპტიკური ქსელით, ქმნიან მაღლახარისხიან და კონკურენტულ მომსახურებას და დიდი იმედი გვაქვს რომ დღეს არსებული აბონენტების წილობრივი დისბალანსი „დიდ“ და მცირე და საშუალო ბიზნესს შორის 1/10–ზე უახლოეს თვეებში არსებითად შეიცვლება.
ჩვენი მოკრძალებული აზრით, ბოლო წლებში დარეგულირებული საკვანძო ბაზრის სეგმენტები და დადგენილი დაშვების პირობები და ზღვრული ტარიფები გახდა წყალგამყოფი, რამაც გამოიწვია „დარეგულირებული“ ოპერატორების „ორგანიზებული დემარში“. ეს „დამოკიდებულება“ ასევე კარგად გამოჩნდა მარეგულირებელი კომისიის წევრების შესარჩევად პარლამენტში გამართულ დარგობრივი კომიტეტის სხდომაზეც, სადაც მოხდა პირადი „თავდასხმებიც“ კომისიის თანამშრომლებზეც.
აღნიშნული ნათლად გვიჩვენებს დამოკიდებულებებს და ზოგად სულისკვეთებას.
მიგვაჩნია რომ დარგი უდავოდ სწორად და მდგრადად ვითარდება. აქვე უნდა აღინიშნოს რომ „ოუფენნეტის“ პროექტი და ბევრი სხვა ინციატივა უახლოეს პერიოდში მოაგვარებს კონკურენციის პრობლემებს და არსებითად შეცვლის საცალო ბაზარზე.
პროცესები სამწუხაროდ დაგვიანებით და ნელ ტემპებში მიმდიანეობს, თუმცა დღეს არსებული მოცემულობები და მნიშვნელოვანი საბაზრი ძალაუფების მქონე კომპანიის წარმოდგენილი პოზიცია აშკარად მიუთითებს რომ კონკურენციის რეგულირება სწორად და „საკვანძო და მტკივნეულ წერტილებში“ ხდება" - ნათქვამია აიპ „საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის“ განცხადებაში.