logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება
14:25 24.09.2012
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება.

როგორც „ნიუსპრესს“ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან აცნობეს, ორგანიზაციის დელეგატები, რომლებიც წარმოდგენილნი არიან იორდანიიდან, ლიტვიდან, ნორვეგიიდან, პოლონეთიდან, შვედეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან და შეერთებული შტატებიდან, არჩევნების დღეს დააკვირდებიან ხმის მიცემისა და ხმების დათვლის პროცედურებს, მთელი საქართველოს მასშტაბით. არჩევნების დღის შემდეგ კი ორგანიზაცია არჩევნების მონიტორინგთან დაკავშირებით წინასწარ განცხადებას გააკეთებს.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დელეგაციას უხელმძღვანელებენ აშშ-ის კონგრესმენები დევიდ დრაიერი და ქეი გრეინჯერი, რომლებიც ასევე ორგანიზაციის (IRI) დირექტორთა საბჭოს წევრები არიან.

მისიაში მონაწილე დელეგატებს წარმოადგენენ ყოფილი პარლამენტარი იორდანიაში თარვათ ალ-ამრო, აშშ-ის ელჩი ყოფილი პოლონეთში, მაუწყებლობის მმართველთა საბჭოს წევრი ვიქტორ ეში, „თავისუფლების სახლის“ (Freedom House) ევრაზიის პროგრამების დირექტორი სუზან ქორქი; პოლონეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ანა ფოტიგა; შვედეთის „იალ ჰალმარსონის ფონდის“ გენერალური დირექტორი ევა გუსტავსონი და სხვები.

გარდა დელეგატებისა, მისიაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის თანამშრომლებიც, რომლებიც დახმარებას გაუწევენ დელეგატებს. ორგანიზაციის წარმომადგენლებს უხელმძღვანელებენ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტი ლორნ კრანერი და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის რეგიონალური დირექტორი სტეფან ნიქსი.

არჩევნების წინ, დელეგატები ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე ინფორმაციას მიიღებენ აშშ-ის საელჩოსაგან, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისაგან და საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებისაგან. ასევე ინფორმაციას მიიღებენ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის, საერთაშორისო დამკვირვებლების უფლებებისა და მოვალეობების შესახებ.

ბრიფინგების შემდეგ დელეგატები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გაემგზავრებიან და უშუალოდ დააკვირდებიან საარჩევნო პროცესებს საარჩევნო უნებზე. შეაფასებენ საქართველოს საარჩევნო სისტემის ძლიერ და სუსტ მხარეებს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გარდა საერთაშორიო დელეგატებისა, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი უკვე აკვირდება წინასაარჩევნო პერიოდს ორგანიზაციის 12 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით. დამკვირვებლები აკვირდებიან სხვადასხვა პარტიების მიერ წარმოებულ კამპანიებს, ამომრჩეველთან შეხვედრებსა და სხვა წინასაარჩევნო საქმიანობებს.

1983 წლიდან საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს განხორციელებული აქვს 150-ზე მეტი არჩევნების მონიტორინგი მსოფლიოს 46-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის 2003 წლის ნოემბრის საპარლამენტო და 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგი საქართველოში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა