logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელმა მშვიდობის კორპუსის საქართველოს ოფისის დირექტორთან ახალი პროგრამები განიხილა
მიხეილ ჩხენკელმა მშვიდობის კორპუსის საქართველოს ოფისის დირექტორთან ახალი პროგრამები განიხილა
11:11 16.06.2021
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ამერიკის შეერთებული შტატების მშვიდობის კორპუსის საქართველოს ოფისის დირექტორთან ჯეფრი გოვეიასთან შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს.

მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა ჯეფრი გოვეიას იმ უაღრესად მნიშვნელოვანი და საჭირო პროგრამებისათვის, რომელსაც მშვიდობის კორპუსი საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს. თავის მხრივ, ჯეფრი გოვეიამ მინისტრს დაგეგმილი პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ მსოფლიოში პანდემიური ვითარების დასტაბილურებისთანავე მოხალისეთა აქტივობები ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ჯეფრი გოვეიას თქმით, მშვიდობის კორპუსი საქართველოში ახალი ინიციატივის – ვირტუალური სერვისის პილოტირებას იწყებს, რომლის ფარგლებში მშვიდობის კორპუსის მოხალისეები პარტნიორ სკოლებთან და ორგანიზაციებთან დისტანციურად ითანამშრომლებენ კონკრეტული მიზნების მისაღწევად. აღნიშნული პროგრამა გულისხმობს ამერიკული კულტურისა და ისტორიის კლუბების, საზაფხულო, ახალგაზრდული და ინგლისური ენის ბანაკებისა და სხვა ტიპის აქტივობების განხორციელებას, რომლებიც მოსწავლეთა და მასწავლებელთა მხარდაჭერაზე იქნება ორიენტირებული. ამ პროგრამებისთვის 2020 წელს მშვიდობის კორპუსმა შესაბამისი რესურსები უკვე შექმნა.

მშვიდობის კორპუსმა ასევე დაამტკიცა ორი პროექტი: ინგლისური ენა და ახალგაზრდების ჩართულობა (EYE), რომელიც ქართველ მოსწავლეებს, ახალგაზრდებს და მასწავლებლებს ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესებასა და პირადი, პროფესიული და აკადემიური შესაძლებლობების გაფართოებაში დაეხმარება.

რაც შეეხება მეორე პროექტს – ინდივიდუალური და ორგანიზაციული განვითარება (IOD) – იგი ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ქალებსა და დაუცველ მოსახლეობას სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესებაში.

შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ მოკლევადიანი მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების სპეციალისტი ეწვევა, რომელიც საქართველოში ინკლუზიური განათლების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა ინკლუზიური განათლების მნიშვნელობას სამინისტროსთვის. მხარეებმა ამ მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები დეტალურად განიხილეს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: მშვიდობის კორპუსის ინდივიდუალური და ორგანიზაციული განვითარების, განათლებისა და ახალგაზრდობის ჩართულობისა და რეაგირების პროგრამის მენეჯერები.

მშვიდობის კორპუსი განათლების სექტორში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პარტნიორია. საქართველოში ჩამოსული მოხალისეები მუშაობენ და ცხოვრობენ ქართულ თემებში და საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებენ. მოხალისეთა საქმიანობა ისეთ ასპექტებს მოიცავს, როგორებიცაა: ჯანსაღი ცხოვრების წესი, მოხალისეობის პოპულარიზაცია, ამერიკული კულტურის, დასავლური ორგანიზაციული პრაქტიკისა და ღირებულებების გაზიარება, ტექნოლოგიების გამოყენება, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ტოლერანტობა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა