logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: ტყის ეროვნული აღრიცხვით მიღებული ინფორმაცია მნიშვნელოვანი იქნება სატყეო პოლიტიკის სწორად წარმართვისთვის
ლევან დავითაშვილი: ტყის ეროვნული აღრიცხვით მიღებული ინფორმაცია მნიშვნელოვანი იქნება სატყეო პოლიტიკის სწორად წარმართვისთვის
10:59 16.06.2021
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კიკეთის ტყეში ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

„დასასრულს უახლოვდება ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოები, რომელიც პირველად ტარდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში და პოსტსაბჭოთა სივრცეში. ტყის ეროვნული აღრიცხვა გერმანული მხარის დახმარებით ხდება. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი გრანტის ფარგლებში, მომზადდა მეთოდოლოგია, მოხდა თანამშრომლების გადამზადება და დაიწყო საველე სამუშაოების განხორციელება - საქართველოს ტყეების დეტალური აღრიცხვა. ეს ძალიან მნიშნელოვანია ტყის მართვის განვითარებისთვის, ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასებისთვის, ზუსტი სტატისტიკის არსებობისთვის, სწორი პოლიტიკის გატარებისა და შესაბამისი გადაწყეტილების მიღებისთვის. აღსანიშნავია, რომ ის გამოცდილება, რომელიც საქართველში ყალიბდება ტყის ეროვნული აღრიცხვის მიმართულებით, შეგვიძლია გავუზიაროთ მეზობელ ქვეყნებს, რომელთა მხრიდან დაინტერესება უკვე არსებობს. საველე სამუშაოების დასრულების შემდგომ მიღებული და დამუშავებული ინფორმაცია მნიშვნელოვანი იქნება სატყეო პოლიტიკის მართვისთვის. ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისთვისაც“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ქვეყნის მასშტაბით, ტყის ეროვნული აღრიცხვის ბოლო საველე სამუშაოები ქვემო ქართლის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და კახეთის რეგიონებში და თბილისის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოები 2019 წელს დაიწყო.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაიწყება მიღებული მონაცემების ანალიზი, რაც სახელმწიფოს მისცემს სარწმუნო მონაცემებს საქართველოს ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შესახებ, ასევე, შესაძლებელი იქნება, განხორციელდეს ტყის რესურსების ცვლილებების მონიტორინგი. ტყის ეროვნულ აღრიცხვას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა