ლანჩხუთის კულტურის ცენტრში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების
დაცვის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა, ორგანიზაცია "საბას" (ხელმძღვანელი ინეზა კვაჭაძე) ორგანიზებით.
საღამოს ჩატარებაში თავისი წვლილი შეიტანეს მუნიციპალიტეტის მერიამ, გურიის დეპუტატმა ვასილ ჩიგოგიძემ და მისმა მეუღლემ, ასევე პარლამენტარმა ნინო წილოსანმა, საქველმოქმედო ორგანიზაცია "რუდუნმა". თითოეულმა მათგანმა საჩუქრები გადასცეს ბავშვებს და შშმ პირებს.
14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. ამ დღის მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული ნეგატიური სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა. 14 ივნისი, საქართველოში შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღედ, საქართველოს პარლამენტის მიერ, 2000 წელს გამოცხადდა.