სოფელ ლესაში, კოოპერატივ ,,ნერგებში" საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
კოოპერატივი 2014 წელს შეიქმნა. კვალიფიციური სანერგე მეურნეობაა და აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო პროგრამებში.
კოოპერატივის მუშაობას სამეცნიერო ცენტრი არეგულირებს და საქართველოში არსებულ 50 კვალიფიციურ სანერგე მეურნეობას შორის ერთ-ერთია.
როგორც კოოპერატივ ,,ნერგების" წევრმა, გელა ზენაიშვილმა გვითხრა, კოოპერატივში სხვადასხვა სახეობისა და ჯიშების ნერგები მოჰყავთ. ისეთები, როგორებიცაა: კურკოვნები, ვაზი (მათ შორის, გურული ვაზის ჯიშები) , თესლოვნები, კენკროვნები, ქარსაფარი ზოლის მცენარეები, სუპტროპიკული კულტურები, დაფნა, ფეიხოა, ბროწეული და ა.შ.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე, ბესიკ ტაბიძემ კოოპერატივში მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს.