logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე ნინოწმინდიდს პანსიონზე: ეს თემა უნდა დარჩეს აქტუალური ვიდრე ბოლომდე არ გაირკვევა, რომ ყველა ბავშვი არის უსაფრთხოდ
ირაკლი კობახიძე ნინოწმინდიდს პანსიონზე: ეს თემა უნდა დარჩეს აქტუალური ვიდრე ბოლომდე არ გაირკვევა, რომ ყველა ბავშვი არის უსაფრთხოდ
10:29 15.06.2021
"ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველი უნდა შესულიყო და შევიდეს, ეს არის მისი კონსტიტუციური და სამართლებრივი პრეროგატივა. ეს თემა უნდა დარჩეს აქტუალური ვიდრე ბოლომდე არ გაირკვევა, რომ ყველა ბავშვი არის უსაფრთხოდ“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში ნინოწმინდის პანსიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველი უნდა შევიდეს, ეს არის მისი კონსტიტუციური და სამართლებრივი პრეროგატივა.

რაც შეეხება იმას, სახალხო დამცველის არშეშვება იძლევა თუ არა იქ სპეცოპერაციის ჩატარების ან პანსიონის დახურვის საფუძველს, კობახიძის თქმით, არ იძლევა სამართლებრივად.

მისივე თქმით, ნიკა მელიას შემთხვევაში სხვა ვითარება იყო.

„ მას ჰქონდა ჩადენილი კონკრეტული სავარაუდო დანაშაული, არ გადაიხადა გირაო, გამოიწვია სახელმწიფო და კანონი იყო აღასასრულებელი პირდაპირი ფორმით. ანუ, სხვადასხვა სამართლებრივი მოცემულობა იყო. ფაქტთან დაკავშირებით საქმე აღძრულია. ამ ეტაპზე არ არსებობს არავითარი მტკიცებულება დანაშაულთან დაკავშირებით. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყურადღება უნდა მოვადუნოთ. შეიძლება რამე შემეშალოს, მაგრამ როგორც ვიცი სახალხო დამცველი არ შეშვება არ ნიშნავს სისხლის სამართლის დანაშაულს. ის, რომ საპატრიარქოს არ უნდა დაუპირისპირდეს ხელისუფლება ეს არის ძალიან მარტივი რამ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ეს თემა არის ძალიან დიდი ყურადღების ქვეშ. ჩვენი დეპუტატები იყვნენ ჩასული და დარჩნენ. მადლობა ეკუთვნის მედიის ყველა წარმომადგენელს, რომელმაც ამაზე აქტიურად საუბარი დაიწყო, იმიტომ რომ თუ ოდნავი ეჭვიც კი არსებობს ბავშვებთან დაკავშირებით, ბავშვებს როცა ეხება საქმე, ბუნებრივია ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებული ყურადღება და ჩარევაც არის მნიშვნელოვანი. გუშინაც გაიმართა, დღესაც თუ არ ვცდები, მათ შრის საპატრიარქოში შეხვედრები. ეს თემა უნდა დარჩეს აქტუალური ვიდრე ბოლომდე არ გაირკვევა, რომ ყველა ბავშვი არის უსაფრთხოდ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სახალხო დამცველის შესვლა ნებისმიერ ასეთ დაწესებულებაში როდესაც ეს ინტერესი არსებობს არის კონსტიტუციის და კანონის მოთხოვნა და ამის აღსრულება მნიშვნელოვანია. ჩვენ გვქონდა მასთანაც კონსულტაციები, ყველასთან კონსულტაციები და ამის აღსრულება ალბათ შესაძლებელია და გვექნება ბუნებრივია ამასთან დაკავშირებით საუბარი“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა