logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
რატი იონათამიშვილი: შშმ პირთა უფლებების დაცვა თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა
რატი იონათამიშვილი: შშმ პირთა უფლებების დაცვა თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა
12:52 14.06.2021
"შშმ პირთა უფლებების დაცვა არის თითოეული მოქალაქის ვალდებულება, რადგან დისკრიმინაცია შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით, ნიშნავს დისკრიმინაციას საზოგადოების ყველა წევრის მიმართ.

14 ივნისი არ არის საზეიმო თარიღი, რომელსაც ვულოცავთ ერთმანეთს, ეს არის უფლებების დაცვის დღე, რა დროსაც ვახდენთ მეტ ფოკუსირებას შშმ პირთა უფლებებზე, საჭიროებაზე და ინტერესებზე, რათა, შემდგომ, კალენდრის ყოველ დღეს, შშმ პირთა კარნახით, ვიმუშაოთ თანაბარი გარემოს, ადეკვატური სოციალური გარანტიების, მისაწვდომობის, ღირსეული საცხოვრისის, დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და ადვოკატირების უზრუნველყოფაზე.

ჩვენ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო ერთი წელი საქართველოში იყო ისტორიული შშმ პირთა სამოქალაქო უფლებებისთვის:
ჩვენ მივიღეთ ახალი კანონი, რომელმაც დაანგრია უსამართლობის კედელი და შშმ პირები აღჭურვა ადვოკატირების ეფექტური მექანიზმებით. ერთი წლის თავზე ჩვენ ვხედავთ ამის შედეგებს;

მოვახდინეთ UNCRPD-ის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება, რითაც საქართველო შეუერთდა იმ პროგრესული სახელმწიფოების რიგებს, სადაც შშმ პირთა უფლებები უმაღლესი საერთაშორისო გარანტიებით არის დაცული;

დავამტკიცეთ ახალი „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები“, რომელიც ეფუძნება „უნივერსალური დიზაინი“ პრინციპებსა და კონცეფციას.
დღეს ვმუშაობთ:
მისაწვდომობის ეროვნულ გეგმაზე,
სოციალურ მოდელზე და სტატუსის ფუნდამენტურ რეფორმაზე;
დეინსტიტუციონალიზაციის პროცესზე და სხვა კრიტიკული მნიშვნელობის მქონე საკითხებზე;

მაგრამ, გარდა ამისა, აუცილებელია, ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლის შედეგებიც უსწრაფესად მივა შშმ პირებამდე. განსაკუთრებით, მსოფლიო პანდემიის ფონზე, რისი ნეგატიური შედეგებიც ყველაზე მეტად შშმ პირთა ყოველდღიური ცხოვრების ხარისხზე აისახა. ამის რეალური საფუძვლები უნდა გაჩნდეს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელზეც შშმ პირებთან და მათ წარმომადგენლებთან ერთად უკვე სექტემბრიდან უნდა დავიწყოთ აქტიური კონსულტაციები.
თანაბარი პირობები - თანაბარი შესაძლებლობებისთვის" - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა