გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული
სამმართველოს რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, დასავლეთის რეგიონული სამმართველო 2 კვირის განმავლობაში, მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, თითოეულ თანამშრომელს PCR ტესტი ჩაუტარდება, ხოლო ოფისში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.
მოქალაქეები წერილის/საჩივრის გაგზავნას, ანგარიშების წარდგენას, საჯარო ინფორმაციის მიღებას და სხვა სერვისების გამოყენებას ელექტრონული ფოსტის - info@des.gov.ge მეშვეობით შეძლებენ.