N 5 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ქალი მსჯავრდებულების მიერ სათბურში
გაზრდილი ყვავილების რეალიზაცია დაიწყო. თბილისის მერიის მხარდაჭერით მოწყობილ „თბილისურ ბაზრობაზე“ ყოველ შაბათ-კვირას ალბა, დანდური, წითელი მზესუმზირა, თურქული მიხაკი, ასტრა და პეტუნია გაიყიდება. რეალიზაციიდან მიღებული თანხა მსჯავრდებულებს ხელფასის სახით პირად ანგარიშზე ჩაერიცხებათ.
„თბილისურ ბაზრობაზე“ დასაქმდა პირობითი მსჯავრდებული ქალიც , რომელსაც პროექტის ფარგლებში ახალი შემოსავალი გაუჩნდა.
მსჯავრდებულებს პროდუქციის რეალიზაციაში დახმარებას მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი უწევს. „თბილისური ბაზრობის“ გარდა ყვავლების რეალიზაცია ასევე, ერთ-ერთ მსხვილ ჰიპერმარკეტში და მაღაზიათა ქსელში „მადაგონი“ ხდება.