სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა აჭარაში მოქმედ საზოგადოებრივი კვების
ობიექტებს HACCP-ის პრინციპების დანერგვასთან დაკავშირებით არსებული მოთხოვნები გააცნეს.
შეხვედრა დარგობრივი ასოციაციების ჩართულობით გაიმართა. სააგენტოს სპეციალისტებმა ბიზნესსექტორს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სისტემის მნიშვნელობასა და მისი დანერგვის პრაქტიკასთან დაკავშირებით. აღინიშნა რომ სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ბიზნესსექტორთან რათა უზრუნველყოფილი იყოს ახალი რეგულაციების წარმატებით დანერგვა და მიმდინარე ტურისტულ სეზონზე ობიექტებმა შეუფერხებლად , სტანდარტების დაცვით გააგრძელონ საქმიანობა.
შეხვედრა ევროკავშირისა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანმების განხორციელების პროექტის მხარდაჭერით გაიმართა. საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვა სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალებაა, რომლითაც შესაძლებელია, ბიზნესოპერატორებმა თავიდან აიცილონ პოტენციური საფრთხეები. რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, ბიზნესოპერატორები, რომლებიც საცალო ვაჭრობის პუნქტებში ახორციელებენ სურსათის წარმოება-გადამუშავებას, ეკისრებათ ვალდებულება, საქმიანობა HACCP-ის პრინციპების შესაბამისად აწარმოონ ძალაში 1 ივნისიდან შევიდა.