logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
შალვა პაპუაშვილი: ტყუილია, თითქოს ფინანსური დავალიანების გამო 73 ათას სტუდენტს სტატუსი შეუჩერდა
შალვა პაპუაშვილი: ტყუილია, თითქოს ფინანსური დავალიანების გამო 73 ათას სტუდენტს სტატუსი შეუჩერდა
21:33 10.06.2021
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე ტყუილს უწოდებს ლევან ხაბეიშვილის განცხადებას იმის შესახებ, თითქოს ფინანსური დავალიანების გამო 73 ათას სტუდენტს სტატუსი შეუჩერდა. ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

,,იმედია, ეს უნებლიე შეცდომა იყო და ზოგადი ციფრი ჰქონდა აღებული ლევან ხაბეიშვილს, რომელიც არ იცნობს საკითხს. ფინანსური დავალიანების გამო, სტატუსშეჩერებული სტუდენტები ნამდვილად გვყავს - 20 ათასი და არა - 73 ათასი. პანდემიის პერიოდში 4,500 სტუდენტს აქვს შეჩერებული სტატუსი“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, შეიძლებოდა ოპოზიციას ეს დრო გამოეყენებინა იმ საკითხების განსახილველად, რომელიც თითქოსდა აინტერესებდათ, თუმცა, კონკრეტული კანონპროექტების განხილვის დროს ისინი სხდომათა დარბაზში აღარ იმყოფებოდნენ.

„დღეს განვიხილავთ კანონპროექტს, მაგრამ ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგებმა ეს დრო გამოიყენეს იმისთვის, რომ ესაუბრათ საკითხებზე, რომელიც თითქოსდა მათ აინტერესებთ, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ გუშინ ამ დროს, დღის მეორე ნახევარში ვიხილეთ, რომ როდესაც კონკრეტული კანონპროექტები განიხილებოდა, ეს დარბაზი ცარიელი იყო ისევე, როგორც ეხლა დაცარიელდა, მას შემდეგ რაც მეგაფონებიდან შემოგვძახეს რაღაც სიტყვები და პასუხებს არ ისმენენ“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს მთავრობამ 2020-2021 წლის პანდემიის პერიოდში, საშემოდგომო სემესტრის დროს, თხუთმეტი ათას სტუდენტს სწავლის საფასური დაუფინანსა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა