ქუთაისი ცნობილია სახელოვანი წყალბურთელების აღზრდით და მიგვაჩნია, რომ სპორტის ამ
სახეობას სჭირდება კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქუთაისში ჟურნალისტებს განუცხად.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, აუზის მშენებლობა 8 მილიონი ლარი დაჯდება.
„ჩვენ ქუთაისში დავიწყეთ ოლიმპიური აუზის მშენებლობა, რომელიც 8 მილიონი ლარი გვიჯდება. ქუთაისი ცნობილია სახელოვანი წყალბურთელების აღზრდით და მიგვაჩნია, რომ სპორტის ამ სახეობას სჭირდება კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.