საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გამოჩენილ
ქართველ მეცნიერს, აკადემიკოს რისმაგ გორდეზიანს, დაბადების დღეს ულოცავს.
„კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის მიმართულებით რისმაგ გორდეზიანის ღვაწლი ფასდაუდებელია. მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ სფეროში ძლიერი სკოლა შექმნა. იგი ავტორია 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიებისა და 30-მდე წიგნისა. ბატონი რისმაგის ნაშრომებზე არაერთი თაობა აღიზარდა. მისი ავტორიტეტი აღიარებულია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთ. რისმაგ გორდეზიანის საჯარო ლექციები ცნობილია მსოფლიოს არაერთ ქვეყანასა და წამყვან უმაღლეს სასწავლებელში. მნიშვნელოვანია, რომ მას მინიჭებული აქვს საქართველოს ღირსების ორდენი და, ამავდროულად, არის საბერძნეთის ღირსების ორდენის ერთადერთი ქართველი კავალერი.
გულითადად ვულოცავ ბატონ რისმაგს დაბადების დღეს. ქართული საზოგადოება მის ამაგს ყოველთვის სათანადოდ დააფასებს“ - ნათქვამია მინისტრის მისალოც წერილში.