logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
„ისწავლე საუკეთესოსგან“ - მედიასკოლის ონლაინმასტერკლასს 190 ათასამდე მაყურებელი ჰყავს
„ისწავლე საუკეთესოსგან“ - მედიასკოლის ონლაინმასტერკლასს 190 ათასამდე მაყურებელი ჰყავს
11:57 09.06.2021
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ 2020 წელს კოვიდპანდემიის გამოწვევას წარმატებით უპასუხა. მედიასკოლამ 2020 წელს ქართულ მედიასივრცეში პირველი ექსკლუზიური პროექტი − ონლაინმასტერკლასი დაიწყო, რომელიც ჟურნალისტიკით დაინტერესებულ პირებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, უფასოდ მიიღონ ცოდნა და ისწავლონ ყველაფერი, რაც პროფესიულ ჟურნალისტს სჭირდება.

„ისწავლე საუკეთესოსგან“ - ეს არის პროექტი, რომელიც ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს და, ზოგადად, მედიით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს, ონლაინ რეჟიმში სთავაზობს სალექციო კურსს იმის შესახებ, თუ როგორ მზადდება და იქმნება მაღალი ხარისხის მედიაპროდუქტი.

ამბის თხრობა, ინტერვიუს ჩაწერა, კითხვის დასმის ტექნიკა, ფოტოამბის მომზადება, გადასაღებ მოედანსა და სტუდიაში მუშაობა - ეს ის თემებია, რომლებსაც ოთხი ავტორის 30 ლექცია მოიცავს. ჟურნალისტი ეკა ბერიძე, დრამატურგი ბასა ჯანიკაშვილი, ჟურნალისტი თამთა სანიკიძე და ფოტორეპორტიორი დავით მძინარიშვილი მაყურებელს თავიანთ მრავალწლიან გამოცდილებას უზიარებენ და ასწავლიან ყველაფერს, რაც პროფესიონალ ჟურნალისტს მაღალი ხარისხის მედიაპროდუქტის მოსამზადებლად სჭირდება. ონლაინ მასტერკლასი საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ დაინტერესებულმა პირმა კულისებში შეიხედოს და წარმატებულ პროფესიონალთაგან მოისმინოს ის, რაც ეთერში არასდროს ჩანს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭიროა ხარისხიანი ჟურნალისტური პროდუქციის მოსამზადებლად. 

„მასტერკლასის“ კურსის პირველი ციკლი მოიცავს ოცდაათ 10-12 წუთიან ვიდეო ლექციას, რომლებიც განთავსებულია მედიააკადემიის YouTube-ის არხზე და ყველასთვის ხელმისაწვდომია − სრულიად უფასოდ, ნებისმიერ დროს.

ონლაინმასტერკლასი, აქტუალურობას არც დღეს კარგავს. პირიქით, პროექტის მიმართ ინტერესი თანდათან იზრდება. ჩაშვების დღიდან დღემდე ონლაინ ლექციებს 200 ათასამდე ადამიანი გაეცნო.

ონლაინმასტერკლასის პარალელურად, მედიააკადემიის მედიასკოლა უკვე მეორე წელია, მედიის წარმომადგენლებს პროფესიულ წინსვლასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში ეხმარება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, იცვლება მომხმარებლის ქცევა და სულ უფრო აქტუალური ხდება მულტიმედიური პროდუქტები, მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით მედიის წარმომადგენლებმა მუდმივად გაიღრმავონ ცოდნა და ფეხი აუწყონ ახალ ტენდენციებს.

პანდემიის აქტიურ ფაზაში შესვლამდე, 2020 წელს, მედიასკოლამ რამდენიმე მნიშვნელოვანი სერტიფიცირებული სემინარის ჩატარება მოახერხა. “ამბის თხრობის ტექნიკა სოციალურ მედიაში”, „ფოტოჟურნალისტიკა“, „მედიაწიგნიერება და ციფრული მოქალაქეობა“ - ეს ის თემებია, რომელზეც მედიასკოლამ ქართველ და უცხოელ ტრენერებთან ერთად მედიის 40-მდე წარმომადგენელი გადაამზადა. მედიის წარმომადგენლები გაეცნენ ამბის თხრობის მეთოდებს ციფრულ ეპოქაში, ამბის გადმოცემის გზების ურთიერთმიმართებას ტრადიციულ ჟურნალისტიკასა და ახალ - მულტიმედიურ შესაძლებლობებს შორის. მედიის წარმომადგენლებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია მედიაწიგნიერებისა და ციფრული მოქალაქეობის თანამედროვე გამოწვევებსა და როლის შესახებ, ისინი ასევე გაეცნენ საერთაშორისო გამოცდილებას განათლების, მედიისა და მედიაწიგნიერების სფეროებში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა