პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში მოქმედ ბიზნეს ასოციაციებთან შეხვედრებს
აგრძელებს.
კახა კუჭავა ამერიკის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტებს და პალატის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე, პარლამენტსა და ბიზნეს სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით, სხვადასხვა ფორმატებზე იმსჯელეს. კახა კუჭავამ პალატის წარმომადგენლებს საკუთარი ხედვები გააცნო.
ყურადღება გამახვილდა სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. მხარეები მჭიდრო თანამშრომლობასა და ახლო მომავალში, მომდევნო შეხვედრის გამართვაზე შეთანხმდნენ.