კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ საქართველოში 10 ბოევიკია შემოყვანილი - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია მას ამ წუთებში მიაწოდეს, ხელისუფლება ცდილობს წარმოაჩინოს, რომ თითქოს, ბოევიკები „ქართულმა ოცნებამ“ შემოიყვანა.
ფანჯიკიძის განმარტებით, „ქართულ ოცნებას“ არეულობის ინტერესი არ აქვს და პირველივე დღიდან, რაც პატიმართა წამების ამსახევლი ვიდემასალა გამოქვეყნდა, კოალიცია საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
„ჩვენს ინტერესებში არ შედის არეულობა და ვაცხადებთ, რომ მშვიდად უნდა მივაღწიოთ არჩევნებამდე, რადგან დარწმუნებული ვართ გამარჯვებაში. ეს არის მორიგი სიცრუე ხელისუფლების მხრიდან და ჩვენ გამოვიკვლევთ ვის მიერ არის მოწყობილი ეს პროვოკაცია“-განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, კოალიცია ეცდება დღის განმავლობაში მოიძიოს დამატებითი ინფორმაცია და საზოგადოებას მიაწოდოს.
როგორც პრესსპიკერმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ ამ პროვოკაციის შესახებ სანდო წყარომ აცნობა.

















