საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა მწუხარებას გამოთქვამს დიდი ქართველი
მხატვრის, თეატრისა და კინოს რეჟისორის, მწერლის რეზო გაბრიაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს საზოგადოებას, ოჯახსა და ახლობლებს.
„რეზო გაბრიაძის გარდაცვალება ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი დანაკლისია. ნიჭიერი და მრავალმხრივი შემოქმედის მიერ შექმნილი უნიკალური სამყარო ერთნაირად საინტერესო, ახლობელი და მშობლიურია თითოეული ჩვენგანისთვის.
პარლამენტის სახელით ვუსამძიმრებ ამ დიდ დანაკლისს ბატონი რეზოს ოჯახს, მის ახლობლებსა და მთელ საქართველოს" - განაცხადა კახა კუჭავამ.