logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ყალბი ინფორმაციის ამოცნობის მიზნით კომუნიკაციების კომისია 1000-ზე მეტ მოსწავლეს გადაამზადებს
ყალბი ინფორმაციის ამოცნობის მიზნით კომუნიკაციების კომისია 1000-ზე მეტ მოსწავლეს გადაამზადებს
11:45 07.06.2021
კომუნიკაციების კომისია თბილისისა და რეგიონებში 50 სკოლის 1000-ზე მეტ უფროსკლასელს მედიაწიგნიერების ტრენინგებს უტარებს. ტრენინგები მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?! ფარგლებში ტარდება და BBC აკადემიის სასწავლო მასალებით შექმნილ პროგრამას მოიცავს.

კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგინერების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს საკუთარ გამოცდილებას კონკურსში გამარჯვებული და წარმატებული სტუდენტები უზიარებენ. მიღებული ცოდნა მოსწავლეებს კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების კონკურსში მონაწილეობაში დაეხმარება.

რაც შეეხება სტუდენტებს, „ნამდვილი თუ მოგონილი“ ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის 2020 წელს პირველად ჩატარდა. საუკეთესო სტუდენტებს კი კომუნიკაციების კომისიამ სერტიფიცირებული ტრენინგები ჩაუტარა და მათ კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარა. 

ტრენინგების ფარგლებში მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენლები მოსწავლეებს ყალბი ინფორმაციის აღმოჩენისთვის საჭირო უნარ ჩვევების განვითარებაში ეხმარებიან. ეს უნარები მოსწავლეებს ნამდვილი და მოგონილი ამბის ერთმანეთისგან გარჩევასა და ინტერნეტში უსაფრთხო ნავიგაციაში ეხმარება. ტრენინგის ფარგლებში მიღებული ცოდნა, მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეებს დაეხმარებათ მონაწილეობა მიიღონ კონკურში „ნამდვილი თუ მოგონილი“?!, რომელიც 30 ივნისამდე გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ და „მედიააკადემიამ“ მოზარდებში, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარების მიზნით, მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ უკვე ოთხჯერ წარმატებით ჩაატარა. კონკურსებში 500-მდე სკოლის მოსწავლემ და სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. მედიაწიგნიერების კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის მეოთხედ გამოცხადდა და მონაწილეობის მსურველ მოსწავლეებს ნამუშევრების გამოგზავნა 30 ივნისამდე შეუძლიათ.

ტრენინგების დიდი ნაწილი უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით ონლაინ რეჟიმში ტარდება. ხოლო იმ სკოლებში სადაც შესაძლებელია უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვა მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენლები სკოლებში ადგილზე ატარებენ ტრენინგებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა