მიმდინარე წლის 7 ივნისს, 11:00 საათზე, ალგეთის ეროვნულ პარკში და კორეის ქალაქ ვონჯუში
საქართველოსა და კორეის ეროვნული პარკების ერთობლივი ფოტოგამოფენა გაიხსნება.
გამოფენის გახსნის ცერემონიას დაესწრებიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ნინო თანდილაშვილი და იური ნოზაძე, საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი, საქმეთა დროებითი რწმუნებული დაესუ ჩანგი, საქართველოს საგარეო სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ კორეასთან ტურიზმის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, დაგეგმილია მემორანდუმის გაფორმება და იმ გამოცდილებების გაზიარება, რაც ორ ქვეყანას დაცული ტერიტორიების მართვის მიმართულებით აქვს.
გამოფენის დათვალიერება ვიზიტორებს 2 კვირის განმავლობაში, 21 ივნისის ჩათვლით შეეძლებათ.