სტუდენტები პატიმართა წამების წინააღმდეგ თბილისში დღეიდან მასობრივ აქციებს განაახლებენ.
როგორც „ნიუსპრესს“ „სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის“ წევრმა ლექსო კობაიძემ განუცხადა, სტუდენტები სხვადასხვა უნივერსიტეტებთან ყოველდღე შეიკრიბებიან, რის შემდეგაც მსვლელობით ფილარმონიასთან დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.
ფილარმონიასთან აქცია დღეს 17:00 საათზე დაიწყება. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, ამის შემდეგ მონაწილეები მსვლელობით პროკურატურასთან, ხოლო შემდეგ შსს-სთან გადაინაცვლებენ.
დღესვე, 14:00 საათზე კიდევ ერთი აქციააა დაგეგმილი, რომელიც რუსთავის მე-6 იზოლატორთან გაიმართება. სწორედ აღნიშნულ იზოლატორში იმყოფებიან ორი დღის წინ დაკავებული უფლებადამცველი დაჩი ცაგურია და მისი მეგობარი ბექა ალადოშვილი.

















