ლანჩხუთში, გრიგოლეთის მუნიციპალური პლაჟის დასუფთავების სამუშაოები ინტენსიურად
მიმდინარეობს.
ა(ა) იპ ,,კეთილმოწყობის და მომსახურების ცენტრის" თანამშრომლები ადგილზე იმყოფებიან და ასუფთავებენ სანაპირო ზოლს.
სამუშაოები ინტესიურად, ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება.
"ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ დამსვენებლებს მოწესრიგებული გარემო დახვდეთ. ,,კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის" თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას" - განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით წულაძემ.