ფილარმონიასთან სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ ახალგაზრდებისა და უფლებადამცველების აქცია დღეს 17:00 საათიდან განახლდება.
ორგანიზატორების განცხადებით, დღეს ფილარომიასთან დაგეგმილ აქციას სხვადასხვა უნივერსიტეტებთან შეკრებილი სტუდენტთა ჯგუფებიც შეუერთდებიან. რის შემდეგაც პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართულებით მსვლელობა გაიმართება.
დღესვე,14:00 საათზე აქცია რუსთავში მდებარე იზოლატორთანაც იგეგმება, სადაც ორი დღის წინ დაკავებული უფლებადამცველი დაჩი ცაგურია და მისი ბეგობარი ბექა ალადოშვილი იმყოფებიან. აქციის მონაწილეები მათ გათავისუფლებას მოითხოვენ.

















