პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია
ბითაძე Toyota Caucasus LLC-ის დირექტორს, კოჯი მაცუნოს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს ნარჩენების, განსაკუთრებით კი საავტომობილო ნარჩენების და მეორადი ავტომობილების გადამუშავების პერსპექტივები საქართველოში, მიმოიხილეს ნარჩენების მართვის მიმართულებით არსებული კანონმდებლობა, სადაც ავტომობილების ნარჩენების გადამუშავებას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.
„ჩვენ ვისაუბრეთ იმ გამოცდილებაზე რაც იაპონიას აქვს ზოგადად ნარჩენების მართვის კუთხით როგორც საავტომობილო, ასევე ზოგადად შეფუთვის ნარჩენების თვალსაზრისით.
შევთანხმდით, რომ საქართველოში „ტოიოტას" წარმომადგენლობა ჩვენს კომიტეტთან არსებულ ნარჩენების მართვის კუთხით არსებულ სამუშაო ჯგუფში ჩაერთვება და იაპონიის მაგალითიდან გამომდინარე მაქსიმალურად გაგვიზიარებს იმ გამოცდილებას და შესაძლებლობებს, რაც ტოიოტას სხვა ქვეყნებში საქმიანობის გამოცდილებიდან გამომდინარე აქვს", -განაცხადა მაია ბითაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.