პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო ტოიოტა კავკასიას პრეზიდენტს
კოჯი მაცუნოს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ტოიოტა კავკასიას პრეზიდენტმა ვიცე-სპიკერს გააცნო კომპანიის საქმიანობის მნიშვნელოვანი მიმართულებები. მხარებმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
„იაპონური კომპანია ტოიოტა, რომლის პროფილიც სხვადასხვა მიმართულებებთან ერთად არის ვაქცინების შორ მანძილზე ტრანსპორტირება, სასწავლო ცენტრების და მოშორებული კლინიკებისთვის ერთგვარი ტელე-მედიცინისთვის საჭირო ტექნოლოგიებით აღჭურვაა.
ძალიან საინტერესო აზრთა გაცვლა გვქონდა კოჯი მაცუნოსთან. იაპონელი სტუმარი ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა ეროვნული ცენტრს გააცნობს კომპანიის საქმიანობის სფეროს. ვფიქრობ, რომ ეს თანამშრომლობა პოტენციურად სასარგებლო იქნება",-განაცხადა დავით სერგეენკომ შეხვედრის დასრულების შემდეგ.