პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე სამეცნიერო-საკონსულტაციო
საბჭოების შემადგენლობა დაზუსტდა.
„გავითვალისწინეთ კომიტეტის წევრების რჩევები და საბჭოს შემადგენლობას დავამატეთ სტუდენტები"- განაცხადა უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ხელმძღვანელმა გიორგი ამილახვარმა.
სკოლამდელი და ზოგადი განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ხელმძღვანელის, თამარ ტალიაშვილის ინფორმაციით, საბჭოში შემავალი ორგანიზაციების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა „უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებას, რომელიც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის კურსდამთავრებულებზე გაცემული დიპლომების აღიარებას ითვალისწინებს.