ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარში ხიდის მშენებლობა შეუფერხებლად მიმდინარეობს.
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რწმუნებულის პირველმა მოადგილემ გიორგი მაქარაშვილმა, ონის მუნიციპალიტეტის მერთან- დავით ჩიკვაიძესთან და პირველ მოადგილესთან- სერგო ხიდეშელთან ერთად სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში სოფ.ბარში ხიდის მშენებლობის სამუშაოები მოინახულა.სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს.
კონტრაქტორი-შ.პ.ს "ცოტნე".
ხიდის მშენებლობის სამუშაოების დასრულება10 ივნისისთვის იგეგმება