logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
კრწანისის ტყეპარკში, გურჯი ბიზნესმენის, ქენან პატარიძე-ილდირიმის სახელობის სკვერი გაშენდა
კრწანისის ტყეპარკში, გურჯი ბიზნესმენის, ქენან პატარიძე-ილდირიმის სახელობის სკვერი გაშენდა
16:52 03.06.2021
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტოსა და თურქ ბიზნესმენთა ასოციიაციის თანამშრომლობით, კრწანისის ტყეპარკში, ერთ ჰექტარზე გურჯი ბიზნესმენის, ქენან პატარიძე-ილდირიმის სახელობის სკვერი გაშენდა. სკვერში ზეთისხილის, ცაცხვის, ნეკერჩხლის, იფანის, ჰიმალაის კედარის და ტუიას ნერგები დაირგო.

ქენან პატარიძე-ილდირიმს მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავბასა და ორ ქვეყანას შორის ბიზნესთანაშრომლობის განვითარების საქმეში.

ველური ბუნების სააგენტოს უფროსის, რევაზ ბეჟაშვილის განცხადებით, სააგენტო აქტიურად მუშაობს კრწანისის ტყეპარკის აღდგენისა და განახლების პროექტზე. „ქართველ და თურქ ბეზნესმენთა ასოციაციის „გულთიადი“ მხარდაჭერით და სააგენტოს ორგანიზებით, ტყეპარკის განახლების ჩვენი პროექტის ფარგლებში, 1 ჰექტარ ფართობზე სკვერი გაშენდა”, - აღნიშნა რევაზ ბეჟაშვილმა.

ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის თავჯდომარე ოსმან თურანის განცხადებით, გამწვანების პროექტში ჩართვის მიზანი იყო სოციალური პასუხიმგებლობის ამაღლება და იმ ზიანის შემცირების ხელშეწყობა, რომელიც ბუნებას ადამიანებისგნა ადგება.

ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე, საქართველოს პარლამენტის თურქეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის და პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის წევრები ესწრებოდნენ.

ველურუ ბუნების ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, კრწანისის ტყეპარკის განახლებისა და აღდგენის მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, 100 კვტ. მზის ელექტროსადგური მოეწყო; ხეების უკანონო ჭრის აღკვეთის და ბრაკონიერებისაგან დაცვის მიზნით, ტყეპარკის ტერიტორიის 150 ჰა შემოიღობა. დაგეგმილია მტკვრის სახეობათა თევზსაშენის მშენებლობა, დამშრალი 7 ტბორის აღდგენა და დათევზიანება, 50-მდე საპიკნიკე ლოკაციის მოწყობა.

ველური ბუნების სააგენტოს მიერ მასშტაბური სამუშაოების განხორციელების შემდეგ, პარკი თავის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას დაიბრუნებს. ტყეპარკი რეკრეაციული სივრცეა თბილისსა და რუსთავს შორის. პარკში გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ფეხით, ველოსიპედით ან მინი ელექტროავტომობილით.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა