საგზაო იფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში
ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება.
ქალაქ ბოლნისსა და დაბა კაზრეთში, ჯამში 20 ლოკაციაზე, ორმოული შეკეთება მიმდინარეობს. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სრული ღირებულება 175 000 ლარს შეადგენს.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები აგვისტოში დასრულდება.