დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება
შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა სოფელ ტაბახმელას, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, ნუცუბიძის, მარგიანის და თამარაშვილის ქუჩების მოსახლეობას, ხოლო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ვარკეთილის მეურნეობის, დიდი ლილოს, გარდაბნის გზატკეცილის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრვ), კოსტავას, ბარნოვის, თამარაშვილის, წყნეთის და ყიფშიძის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.
ასევე გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას ვარკეთილი-3 III და IIIა მიკრორაიონების, თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრვ), ბოგდან ხმელნიცკის და ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩების მოსახლეობა.