სტუდენტები პატიმართა წამების წინააღმდეგ თბილისში ხვალიდან მასობრივ აქციებს განაახლებენ.
როგორც „ნიუსპრესს“ „სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის“ წევრმა ლექსო კობაიძემ განუცხადა, სტუდენტები სხვადასხვა უნივერსიტეტებთან ყოველდღე შეიკრიბებიან, რის შემდეგაც მსვლელობით ფილარმონიასთან გამართულ აქციას შეუერთდებიან.
ფილარმონიასთან აქცია ხვალ 17:00 საათზე დაიწყება. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, ამის შემდეგ მონაწილეები მსვლელობით პროკურატურასთან, ხოლო შემდეგ შსს-სთან გადაინაცვლებენ.
ხვალვე, 14:00 საათზე კიდევ ერთი აქციააა დაგეგმილი, რომელიც რუსთავის მე-6 იზოლატორთან გაიმართება. სწორედ აღნიშნულ იზოლატორში იმყოფებიან გუშინ დაკავებული უფლებადამცველი დაჩი ცაგურია და მისი მეგობარი ბექა ალადოშვილი.

















