შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო-ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ქვეყნის
მასშტაბით აქტიურად განაგრძობს.
ამჯერად სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები სამცხე-ჯავახეთში, ახალციხის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.
სოფელ ვალეს, პამაჯის, გურკელისა და წრიოხის ტერიტორიაზე ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან ჯამში 3 კილომეტრი სიგრძის მაგისტრალური არხები იწმინდება.
სამუშაოების შედეგად, არხში წყლის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც მუნიციპალიტეტში დამატებით 50 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის მორწყვას უზრუნველყოფს.
ქსელის მოწესრიგების სამუშაოებს საქართველოს მელიორაცია საკუთარი ძალებით ახორციელებს.