ხარაგაულის სამი სოფლის, მოლითის, ხუნევისა და ლეღვანის მოსახლეობა უხვმა ნალექმა
დააზარალა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, ძლიერ წვიმას სეტყვა მოყვა, რამაც გამოიწვია ნარგავებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანება.
სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლას სპეციალური კომისია დღეიდან დაიწყებს.