თბილისში, ნაძალადევის რაიონში მექანიზაციის ქუჩაზე გვიან ღამით ლამინატისა და ავეჯის
საამქროს ცეცხლი გაუჩნდა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, დამწვარია ავეჯი, ლამინატი და სხვა ნივთები, რომლებიც იქ ინახებოდა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია.
ზარალის რაოდენობა ჯერ არ არის დადგენილი, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე ოთხი სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული. ცეცხლის ჩაქრობა დროულად მოხერხდა.