თელავის რაიონის სოფელ წინანდალში მთელი ღამის განმავლობაში ძლიერი სეტყვა, წვიმა და
ქარიშხალი იყო.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, უხვმა ნალექმა მოსავლის 90% გაანადგურა. სეტყვამ ვენახები, ხეხილის ბაღები და ნათესები გააჩანაგა.
ადგილობრივების თქმით ზარალი დიდია.