Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით
ჩატარდა 32 930 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 831 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 099 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 233 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 345 196-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 31 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.74 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.30%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.71%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 002 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 328 620-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 804 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 233 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 676 შემთხვევა, აჭარა - 102, იმერეთი - 126, ქვემო ქართლი - 66, შიდა ქართლი - 65, გურია - 28, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 89, კახეთი - 43, მცხეთა-მთიანეთი - 21, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 746, საიდანაც: 3 707 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 980, აჭარაში - 416, იმერეთში - 480. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 802 პირი, მათ შორის, თბილისში - 399, აჭარაში - 88, იმერეთში -164. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 220 პირი, მათგან თბილისში - 199, აჭარაში - 16, იმერეთში - 19. 631 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 355 - თბილისში, 248- აჭარაში. 7 408 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 33, ხოლო აჭარაში - 0.
სულ 6 ოქტომბრიდან - 31 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 805 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 20 035 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 11 299 პირი, აჭარაში - 2 181, იმერეთში - 1 573.