logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
კახეთის რეგიონში, მარცვლოვანი კულტურების მოსავლის აღების მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს
კახეთის რეგიონში, მარცვლოვანი კულტურების მოსავლის აღების მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს
10:55 01.06.2021
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, კახეთის რეგიონში, ხორბლისა და ქერის მოსავლის აღების მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო.

რეგიონში, მინისტრის პირველ მოადგილესთან ერთად, კახეთის მხარის რწმუნებული ირაკლი შიოშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი იმყოფებოდნენ.

კახეთის რეგიონში „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ მოქმედ სერვისცენტრებში მოსავლის აღების მოსამზადებელი სამუშაოების გაცნობის შემდეგ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფლის რწმუნებულებთან და ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა.

„მარცვლოვანი კულტურების მოსავლის ასაღებად „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ 90 ერთეული კომბაინია მობილიზებული. წელს, ჩვენი ფერმერები კარგ მოსავალს ელოდებიან. ვფიქრობ, ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინაციით, შევძლებთ ორგანიზებულად ვმართოთ პროცესი. მოვუწოდებ ფერმერებს, დროულად გააკეთონ მოსავლის ამღები ტექნიკის მომსახურებაზე განაცხადი, გააფორმონ ხელშეკრულება, რათა ოპერატიულად მიიღონ მომსახურება“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.

კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი შიოშვილის განცხადებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, მარცვლეული კულტურების მოსავლის შეუფერხებლად ასაღებად, აქტიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ფერმერებმა ორგანიზებულად შეძლონ მოსავლის აღება და დაბინავება“, - აღნიშნა მაჟორიტარმა დეპუტატმა, დავით სონღულაშვილმა დედოფლისწყაროსი გამართულ შეხვედრაზე.

ქერისა და ხორბლის მოსავლის აღება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყება. „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ 90 ერთეული კომბაინის გარდა, მოსავლის აღების პროცესში კერძო სექტორში არსებული ტექნიკაც ჩაერთვება. მოსავლის აღების ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდება.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა