ფილარმონიასთან მიმდინარე აქციაზე ამ დროისთვის აქციის მონაწილეთა მცირე რაოდენობა რჩება.
დღევანდელ აქციაზე, სადაც პატამართა წამებას აპროტესტებენ „დედათა კომიტეტის“ წარმომადგენლებიც იმყოფებიან.
როგორც „ნიუსპრესს“ კომიტეტის თავმჯდომარემ ქეთევან ადამიამ განუცხადა, მისი ორგანიზაცია სოლიდარობას უცხადებს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ციხეებში არსებული ძალადობის წანააღმდეგ გამოდიან.
მისი განმარტებით, დედათა კომიტეტი 2 წლის განმავლობაში საუბრობდა, ციხეებში არსებულ სავავალო მგდომარეობაზე, თუმცა, ამას საზოგადოების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.
„ორი წელია ვამბობთ, რომ ციხეებში ჯოჯოხეთი ტრიალებს, მაგრამ სამწუხაროდ, ამას არავინ გამოეხმაურა. ასევე, ორი წელია ვითხოვთ ფართომასშტაბიანი ამნისტიის გამოცხადებას და პოპულისტებმა ახლა დაიწყეს ამით სპეკულირება“ - განუცხადა „ნიუსპრესს“ ადამიამ.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი აცხადებდა, რომ ციხეებზე 300 მლნ ლარი დაიხარჯა.
„დედათა კომიტეტის“ წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ამ ფულით მცირე საწარმოები უნდა გაკეთებულიყო, სადაც მსჯავრდებულები დასაქმდებოდნენ და მსგავს შემთხვევაში, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სხვა ვითარება შეიქმნებოდა.

















